მოსკოვის 263–ე სკოლაში მომხდარი ინციდენტი, შესაძლოა, უფროსკლასელის შურისძიება იყოს გეოგრაფიის მასწავლებელზე.
ამის შსახებ რუსული მედია წერს და ვარაუდის საფუძვლად მოსწავლეთა ნაამბობს ასახელებს იმის შესახებ, რომ სკოლაში იარაღით შეჭრილ უფროსკლასელს გეოგრაფიის მასწავლებელთან ჰქონდა კონფლიქტი.
„ინტერფაქსი“ წერს, რომ სწორედ ამით აიხსნება მოზარდის საქციელი, რომელმაც თავდაპირველად, სწორედ გეოგრაფიის მასწავლებელს ესროლა. ძალოვნებზე დაყრდნობით „ინტერფაქსი“ წერს, რომ მოსწავლეს ორი შაშხანა ჰქონდა, მის დაკავებაში კი ძალოვნებს დახმარება ოჯახის ერთერთმა წევრმა გაუწია.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტის დროს მასწავლებელი და პოლიციელი დაიღუპა, კიდევ ერთი სამართალდამცველი დაიჭრა, თავდამსხმელი კი უკვე განეიტრალებულია.