რას ამბობს ინაუგურაციის პროტოკოლის შესახებ კანონი

Image

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის ინაუგურაცია იმართება პრეზიდენტის არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს. პრეზიდენტის არჩევის დღედ არჩევნების ჩატარების დღე ითვლება, რადგან ამომრჩეველთა ნების გამოხატვა, სწორედ კენჭისყრის დღეს მოხდა.

ცენტრალური საარჩეევნო კომისია ვალდებულია კენჭისყრიდან არაუგვიანეს, მეოცე დღისა შეაჯამოს შედეგები.

 

სწორედ კონსტიტუციით განსაზღვრული ფიცის დადების შემდგომ აქვს პრეზიდენტს უფლებამოსილება, განახორციელოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებები.

 

ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე მოქმედ პრეზიდენტს უწყდება უფლებამოსილება.

 

ინაუგურაციას საქართველოში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის წესის შესახებ, ბრძანების 23-ე მუხლი არეგულირებს.

 

ამ მუხლში წერია:

 

ა) საქართველოს პარლამენტის შენობის პრეზიდენტის ფლიგელის ფოიეში საქართველოს პრეზიდენტსა და მისი ოჯახის წევრებს ხვდებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოსთავმჯდომარე და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

 

ბ) ტრიბუნის წინ განლაგებულია სიმფონიური ორკესტრი, ხოლო ქუჩის მოპირდაპირე მხარეს – თავდაცვის სამინისტროს ორკესტრი. პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელში ჩამწკრივებულია საპატიო ყარაულის კორიდორი. რუსთაველის პროსპექტზე დგანან საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაწილები;

 

გ) საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის დასაწყისში ცხადდება: „საქართველოს პრეზიდენტი“. საპატიო ყარაულის ჯარისკაცები აღებენ პარლამენტის ჭიშკარს. საქართველოს პრეზიდენტი, მისი მეუღლე და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი იკავებენ ადგილებს ტრიბუნასთან განლაგებულ სავარძლებში. საქართველოს პრეზიდენტის ოჯახის წევრები და სხვა თანმხლები პირები იკავებენ მათთვის განკუთვნილ ადგილებს ტრიბუნის გვერდით, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იკავებს ადგილს ტრიბუნასთან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე წარმოთქვამს სიტყვას და იწვევს საქართველოს პრეზიდენტს ფიცის დასადებად.

 

დ) საქართველოს პრეზიდენტი მარჯვენა ხელს ადებს კონსტიტუციას და წარმოთქვამს ფიცს. ფიცის დამთავრებისთანავე სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და 7 საზეიმო საარტილერიო ზალპი. აღიმართება საქართველოს სახელმწიფო დროშა. საქართველოს პრეზიდენტი მიმართავს საქართველოს მოსახლეობას. სამარშო მუსიკის თანხლებით იწყება სამხედრო აღლუმი ჯარის ნაწილების მონაწილეობით. საქართველოს პრეზიდენტი ესალმება დამსწრე საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს.

 

ე) საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების აღსანიშნავად საღამოს გაიმართება საზეიმო მიღება საქართველოს პრეზიდენტისა და მისი მეუღლის სახელით.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !