
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "არჩევანში", 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ამბობს, რომ სანდრას მაგალითი ქრესტომათიულია და მან არჩევნები კი არ წააგო, არამედ წააგებინეს.
"სტატისტიკურად შეუძლებელია, რომ ნაციონალურ მოძრაობას წაეგო ყველა მაჟორიტარული არჩევნები. ყველამ იცის, რომ სანდრას არჩევნები არ წაუგია, სანდრას მაგალითი ქრესტომათიულია, სანდრას წააგებინეს არჩევნები, მათ შორის, ჩვენი წარმომადგენლების სისუსტის და არამხოლოდ სისუსტის პირობებში, საარჩევნო უბნების დიდ ნაწილში ვიდეოკამერები არ მუშაობდა, ერთი ვიდეოკადრი არ არსებობს უბნების დარბევის.
იქ ადგილზე ლიდერებმა არამხოლოდ გამოიჩინეს წარმოუდგენელი სისუსტე, არამედ არ გამოვრიცხავ, რომ პირდაპირ ეთანამშრომლნენ, ვისაც არ უნდოდა სანდრას გამარჯვება,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.