-
2017-01-16 22:33
იმის დასტურად, რომ არჩევნების დღეს დარღვევების დაფიქსირების კუთხით რეგიონებში ადგილობრივი ლიდერები სუსტად მუშაობდნენ, მიხეილ სააკაშვილი სამეგრელოში უბნების დარბევის ამსახველი კადრების არარსებობას ასახელებს.
მისი თქმით, საოცარია, რომ 2003 წელსაც კი, როცა "ამდენი i phone-ები და ტექნიკური საშუალებები არ არსებობდა, მათ ყველა უბნის დარღვევების შესახებ ჰქონდათ კადრები:
"მე როგორ შეიძლება არჩევნების წინააღმდეგი ვიყო, როცა მე გადავაბარე არჩევნები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხელისუფლება მშვიდობიანი არჩევნებით, მაგრამ ივანიშვილმა ბოლო არჩევნებით, პრაქტიკულად გააუქმა არჩევნების ინსტიტუტი ქვეყანაში.
საარჩევნო უბნების დიდ ნაწილში ვიდეოკამერები არ მუშაობდა, ერთი ვიდეოკადრი არ არსებობს უბნების დარბევის. იქ ადგილზე ლიდერებმა, არამხოლოდ გამოიჩინეს წარმოუდგენელი სისუსტე, არამედ არ გამოვრიცხავ, რომ პირდაპირ ეთანამშრომლნენ, ვისაც არ უნდოდა სანდრას გამარჯვება", - თქვა "არჩევანში" სააკაშვილმა.