"თქვენ ვინ ყოფილხართ!.."- რას საყვედურობდა ენმ-ს აქტივი ლიდერშიპს არჩევნების შემდეგ, დახურულ ჯგუფებში

Image

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს, მის შემდგომ დღეებში და ზოგადად, შიდაპარტიული დაპირისპირების კულმინაციამდე "ფეისბუქის" დახურულ ჯგუფებში გამოქვეყნებული სტატუსები, სადაც აშკარად ჩანს, როგორ დაიწყო კონფლიქტი ენმ-ს ყოფილ ლიდერშიპსა და აქტივისტებს შორის, დღეს ენმ-ს აქტივისტმა რუსუდან ცირეკიძემ გაასაჯაროვა.

 

"აფხაზეთის ხმასთან" საუბარში რუსუდან ცირეკიძე ამბობს, რომ დაპირისპირების დაწყების მიზეზი არ ყოფილა პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობენ ენმ-დან უკვე გასული პირები. ცირეკიძის თქმით, არჩევნების დღემდე და 8 ოქტომბრის შემდეგაც არაერთხელ შეხვდა ლიდერებს, მათ შორის მათაც, ვინც შემდგომ ე.წ. ბოკერიას გუნდში აღმოჩნდა და მათ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებდა. მისივე თქმით, თვითონაც და სხვა აქტივისტებიც იმ დახურულ ჯგუფებში, სადაც პოლიტსაბჭოს წევრთა უმრავლესობა იყო გაწევრიანებული, მხოლოდ იმას ითხოვდნენ, რომ ერთიანობა შენარჩუნებულიყო, სანამ მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის მიმართ გამოხტომებმა ზენიტს არ მიაღწია.

 

რუსუდან ცირეკიძე ასევე ამბობს, რომ ისიც და სხვებიც სთხოვდნენ ლიდერებს, მისულიყვნენ მათთან, მოეწყოთ შეხვედრა, გაეანალიზებინათ არჩევნებში დამარცხების მიზეზები, მაგრამ პასუხად დუმილი და მათი თხოვნის უგულებელყოფა მიიღეს.

 

რუსუდან ცირეკიძემ "აფხაზეთის ხმას" უთხრა, რომ მათთან შესახვედრად მხოლოდ ნიკა რურუა და ნიკა მელია მივიდნენ.

 

"აფხაზეთის ხმა" მცირე შემოკლებით, ქრონოლოგიის დაცვით გთავაზობთ იმ სტატუსებს, რომლებიც სხვადასხვა დროს, დახურულ ჯგუფებში რუსუდან ცირეკიძემ გამოაქვეყნა და სადაც ლიდერშიპს მიმართავდა:

 

10 ოქტომბერი, 2016, რუსუდან ცირეკიძე:

 

"თქვენ ბიძიკოებო, არ გჭირდებათ ჩემნაირები, ყურმოჭრილი ყმები გჭირდებათ, გამპრავებლები. ოთხი წელი თავები დავიხოცეთ ხალხმა, ბოიკოტს დავუჭირეთ მხარი - იმიტომ რომ ეს მიგვაჩნია სწორად, ბოკერიამაც შეგვაგულიანა. ახლა თურმე რადიკალები ვართ და რევოლუცია გვინდა???? 

 

არც კი შეგვხვდით, არც არაფერი გიკითხავთ, არც კი აგვიხსენით, თავიც არ შეგიწუხებიათ, რომ დაგერწმუნებინეთ თქვენი პოზიციის სისწორეში. (ნიკა რურუას და ნიკა მელიას გარდა-სამი საათი გველაპარაკნენ და ძალიანაც ტკბილად დავშორდით ერთმანეთს).

 

ყრილობა არ მოგიწვევიათ წესდების დარღვევით, მეოთხე წელია, (ორ წელიწადში ერთხელ ტარდება) პოლიტსაბჭოს ვადა ამოეწურა თქვენივე წესდებით (ოთხი წლით ირჩევა) და იძახით, მიშა ვინაა, ლეგიტიმურმა გადაყვეტილების მიმღებმა ორგანომ გადაწყვიტა პარლამენტში შესვლაო-თქვე დემოკრატებო, თქვენა!

 

იმის გამო, რომ ჩვენ არ მოგვწონს თქვენი გადაწყვეტილება - ზოგი ილანძღება, ზოგი გვბლოკავს, ზოგი "მკიდიხართ, დავაი ნა **ი, თქვენს უფროსთანო, ზოგი ამბობს, მიშა გიგზავნით დავალებებს, სად რა უნდა პოსტოთო - ფაქტიურად დაგვა**ით თავზე - თქვე ლიბერალებო და განსხვავებული აზრის პატივისმცემლებო, თქვენა!..

 

მეორე ტურზე მოდითო, ერთად გავაგრძელოთ ბრძოლაო, ჩვენ შიგნიდან, თქვენ გარედანო, არ ვიჩხუბოთო -კაი თქო, უმრავლესობა დაგეთანხმეთ, მე მაინტერესებს ჩვენი "თმენის ვალდებულების" ზღვარი სად გადის? საჯაროდ დედას რომ გვაგინებთ, იქ? რა არანორმალურად გამოიყურება ეს ყველაფერი, თუ ხვდება ვინმე? ჭკუათმყოფელი დარჩა პარტიაში?

 

თუ მიშას დავალებას ვასრულებთ- აგერ მიშამ დათმო და ჩვენ რატომ ვართ ისევ იმ პოზიციაზე? ამაზე მაინც დაფიქრდით... ხვალიდან სუ ფისოებს და მუსიკებს დავდებ კედელზე. ამასობაში წამოიზრდება ჯანსაღი, ჭკვიანი ახალი თაობა და ერთიანად გაგხვეტავთ ყველა ყოფილ თუ ახლანდელ პოლიტიკოსს. იმედია მოვესწრები ამ დღეს..."

 

11 ოქტომბერი, 2016, რუსუდან ცირეკიძე:

 

"ვინმე შემოიხედავს და გვეტყვის რამეს? თუ აღარ გჭირდებით? ასე ფიქრობთ? ჰოდა, მომისმინეთ ახლა: 

 

პარტია არ არის არც მიშა, არც ბოკერია, არც ბაქრაძე , არც პოლიტსაბჭო. პარტია არის მხარდამჭერები. რესპუბლიკური პარტია იყო და დღემდე არის პარლამენტში - პარლამენტის თავმჯდომარეც ჰყავდათ და რამდენიმე მინისტრიც, ჰოდა, შემახსენეთ რამდენი პროცენტი აიღო არჩევნებზე? 

 

კეთილი ინებეთ და ჰკითხეთ მხარდამჭერებს აზრი. შეგიძლიათ არ ჰკითხოთ, შეიკეტოთ იქ წითელ ან თეთრ დარბაზში და 500 000 ადამიანის სახელით მიიღოთ გადაწყვეტილება, მერე ეს 500 000 მიიღებს გადაწყვეტილებას. 

 

რა უფრო ადვილია: ოცმა კაცმა დაიკიდოს 500 000 თუ 500 000-მა ოცი?

 

თქვენი ამომრჩეველი არაა ქოცბიდლო. ეს მუდმივად და სულ გავიწყდებათ. ჩვენ გვაქვს ჩვენი არგუმენტები -მაგრამ იქნებ ვცდებით? გვითხარით თქვენი. მოგისმენთ და შევაფასებთ. მტრები ხომ არ ვართ, ეს დედააფეთქებული?

 

არ ჩაგვაგდებთ არაფრად და თქვენს თავს დააბრალეთ - ჩვენი იმედი ნუღარ გექნებათ. მომავალ წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, კსტაწი. 

 

მეორე: დაანებეთ წაგების მიშაზე შეწმენდის მცდელობებს თავი, ნუ გვაცოფებთ. ზოგადად, ადამიანებს აგიჟებთ და აცოფებთ ის, როცა დებილად თვლიან. არც ჩვენ ვართ გამონაკლისი. 

 

თქვენზე კარგად ვიცით რატომ წააგეთ: ოთხი წელია ვიცოდით, რა საფრთხეები გქონდათ და იმიტომ. გამართლდა ის, რისი შიშიც გვქონდა...

 

პ.ს. აქაც მივაწერ. პარტიის ყრილობას აღარასოდეს არ ჩაატარებთ? პოლიტსაბჭოს არჩევნები როდის გაქვთ? გავიდა ოთხი წელი. კომპარტიის პოლიტსაბჭოა თუ ენმ-ს?"

 

13 ოქტომბერი, 2016, რუსუდან ცირეკიძე:

 

"სად გადის ჩვენი "თმენის ვალდებულების" ზღვარი? დამთავრდება ეს მეორე ტურიც და მე მითქვამს- ოთხი წელი პლიუს ერთი თვე მოთმინების და თავშეკავების რესურსი რომ ამოიწურება და ამოხეთქავს დაგროვილი წყენა, ყველას ერთად წაგვლეკავს ნაციონალ-რაციონალებიანად..."

 

რუსუდან ცირეკიძე დახურულ ჯგუფში მიმართავს გივი თარგამაძეს:

 

"გივი, შენ გახსოვს და მეც, რომ დამირეკე და მითხარი, მიშას მიმართ ჩემს ერთგულებაში და დამოკიდებულებაში ეჭვის შეტანა როგორ შეიძლებაო, მე მაშინ გითხარი, რომ ყველამ იცის შენი დამოკიდებულება და მიშას განსაკუთრებული დამოკიდებულებაც შენს მიმართ და არავის ამაში ეჭვი არ შეაქვს თქო - ეს სიმართლე იყო, მაგრამ მეორეს მხრივ, იქნებ ამიხსნა და გამაგებინო -

 

როდესაც მხარდამჭერებმა თავისი პოზიცია დააფიქსირეს - დიდმა ნაწილმა სხვათაშორის, მიშას პოზიციის განცხადებამდე აქ ამ ჯგუფში თუნდაც, რომ ბოიკოტის მომხრეები არიან, რატომ მოჰყვა ამას სრულიად ისტერიული რეაქცია, რატომ არავინ არ შეხვდა ამ ხალხს და აუხსნა არგუმენტირებულად პოლისტსაბჭოს პოზიცია, რატომ არავინ მადლობაც კი არ უთხრა, რატომ არავინ დაწერა თუნდაც ფბ-ზე რომ ლიდერები ემიჯნებიან ვიღაცეების უპასუხისმგებლო და დაპირისპირების გამომწევევ განცხადებას იმის თაობაზე რომ მიშა სააკაშვილის ბრალია არჩევნებში დამარცხება ნაცმოსი, რატომ გააგიჟეთ ეს ხალხი?

 

ვიხვეწებოდი მე პირადად , ვის არ ვთხოვე აქაც დავწერე, დააწყნარეთ ეს ხალხი, ნუ ებრძვით, ნუ ეჩხუბებით, ნუ უწერთ, რომ გკიდიათ მათი აზრი, ნუ უფრიალებთ წითელს თქო, მოეფერეთ და მადლობა გადაუხადეთ მხარდამჭერისთვის, 500 000 მა ადამიანმა დაგიჭირათ მხარი, აქედან, ბოდიში ყველასთან და უნდა დავწერო - რამდენიმე ათასი ნაძირალაც იქნებოდა, ხომ?

 

და ვიღაც ტუტუცების პმ-ებს რატომ გადააყოლეთ ჩვენი ურთიერთობა, რატომ გვესროლეთ ერთიანად ყველას ტალახი, ნიკა მელია და რურუა იყვენენ ჩვენთან შესახვედრად ჩემი დაჟინებული თხოვნით, ვილაპარაკეთ, ავუხსენით, რომ მიუხედავად მიშას განცხადებისა, ჩვენ ჩვენს აზრზე ვრჩებით უმრავლესობა და ვთვლით რომ ბოიკოტი ჯობდა, თუმცა ეს უკვე გადაწყვეტილი და წარსული ამბავია და ახლა მეორე ტურისთვის უნდა ერთად ვიბრძოლოთ, ამის შემდეგ ყველამ გავაკეთეთ განცხადებები და მოწოდებები, რომ მეორე ტურზე მივდივართ და უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა.

 

უამრავჯერ დაიწერა აქაც და გარეთაც ეს მოწოდებები ჩვენგან. მიუხედავად იმისა, რომ მიშაზე თავდასხმები არ შეჩერდა, მოთმინება მოვიკრიბეთ და შევეცადეთ დაპირისპირება არ გაგვეღრმავებინა, მიუხედავად თხოვნისა, შემხვედრი ნაბიჯი არავის გადმოუდგამს.

 

ასე მივედით გუშინდლამდე და აი დღეს კი არადა, გუშინ საღამოდან ისევ დაიწყო - სანდრას ბრალი ყოფილა ჯიხაშკარსდა აი ისევ მიშა და ამისთანები. ჰოდა, ვერ გავიგე, სად გადის ჩვენი მოთმინების ზღვარი? ახლა კიდევ ეს კამპანია, 11 ოქტომბერს იცოდით სანდრას გადაწყვეტილების შესახებ და ახლაა დამაზიანებელი? მიშამ რომ უარი თქვა თავის პოზიციაზე ეს არაფერი იყო? რა აკეთებთ საერთოდ?

 

თან მიდის აშკარა კამპანია დიდიხანია და თან ჩვენ გვეუბნებით, გელანდებათო, ანუ დებილები ვართ ჩვენ, ასე გგონიათ, რადგან ხმას არ ვიღებთ აქამდე? ხმას არ ვიღებთ იმიტომ, რომ ჩვენი შეკვეთა და მოთხოვნა ნაცმოს ერთიანობაა, გაიხსენე რამდენი სტატუსი წაგიკითხავს ამ ჯგუფში - კეთილი ინებეთ და თქვენი შიდა დაპირისპირებები გარეთ არ გამოიტანოთ და ერთიანობა შეინარჩუნეთო, ესაა ჩვენი სურვილი და ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, რომ ეს ასე ყოფილიყო.

 

ოთხი წლის განმავლობაში ერთი ზედმეტი სიტყვა არ გვახსოვს მიშასგან დანარჩენებზე, ერთი გადაბრუნებული სიტყვა და მინიშნებაც კი და საწინააღმდეგოს ვისმენთ და ვკითხულობთ გამუდმებით...

 

ტეხავს, ძალიან ტეხავს და ეს უკვე იმდენად აშკარა კამპანიაა, რომ მორჩა მეც კი ვეღარ ვაპრავებ და ვეღარც ვერავის ვეუბნები, რომ კარგი, დაწყნარდით არაა ასე თქო - დამემოწმებიან რამდენისთვის და რამდენჯერ მითქვამს ეს, ხმას ვეღარ ვიღებ, ადამიანებს შეურაცხყოფას მივაყენებ რომ ვუთხრა, არაა ეს ასე, უბრალოდ განსხვავებული არის დაფიქსირებაა თქო, თუ ჩვენი განსხვავებული აზრისთვის დავიბლოკეთ, გავილანძღეთ, რაღაც შეთქმულებები გვაბრალეს - პირადად მე კინაღამ ცოფი დამემართა გიგა ბოკერიას ებრძვიო, რომ დამიწერა ჩერგომ (გულისხმობს თამარ ჩერგოლეიშვილს, "ტაბულის" დირექტორი, გიგა ბოკერიას ცოლი, - რედ.)...

 

მე რომ ამას მეტყვი უკანასკნელი ნამუსი გაქვს ესე იგი დაკარგული, ჰოდა მივუმატე ორს ორი და მივიღე ოთხი, სხვებმა ჩემზე ადრე მიიღეს ამ ტოლობის პასუხი. სუფთა ქოცური პრაქტიკაა, დააბრალო ადამიანს იმის დაზიანება, რისთვისაც იბრძვის.

 

მე ნაცმოს ერთიანობა მინდოდა და მინდა, ვხედავ რომ ვიღაცეები ძალიან დაჟინებით არყევენ ნავს და ეს არ ვართ ჩვენ და არაა მიშა..

 

აი ამას ვხედავ დღეს, და თუ შენ არ ხარ ამ ვიღაცეებში, მაშინ ყველაფერი გააკეთე იმისთვის, რომ ეს შეწყდეს,, დაგვანახე, გვითხარი, რომ მიშს არ აბრალებთ წაგებას, რომ აფასებთ მხარდამჭერებს იმისთვის, რაც გააკეთეს და რომ პატივს სცემთ იმას, რომ მიუხედავად განსხვავებული პოზიციისა, მაინც მოგყვებიან მეორე ტურში საბრძოლველად, მიაღწიე იმას, რომ შეწყდეს ეს კამპანია მიშას და სანდრას წინააღდმეგ, შეწყდეს ეს ბინძური ინსინუაციები მხარდაჭერების მიმართ, ჩვენც გვაქვს თავმოყვარეობა, ბატონო.

 

აი ეს გააკეთეთ და მერე ვილაპარაკოთ, ახლა კი ამ კამათს აზრი არ აქვს, მე არც მათ ვეთანხმები, ვინც ქუჩაში გავიდეთო იძახის. თქვენ რატომ გვეძახით ქოცებს და "ბანძ ნაციონალებს" ? გვახარისხებთ? თქვენ თუ გგონიათ, ინფორმაციის ნაკლებობას განვიცდით და არ ვიცით, სად რა ხდება და რას ლაპარაკობენ?

 

სამზარეულოებში რას ლაპარკობენ, ისიც კი ვიცით, მშვიდად იყავით, ინფორმაციის სიმწირე არაა საქართველოში, მოდი, კაცურად მოიქცეით რა, აღარ გინდათ მიშა, თვლით რომ ხელს გიშლით? თქვით მაშინ ღიად, არაფერი ტრაგიკული ამაში არაა, ჩვენც ვიტყვით და ვიკამათოთ ამაზე მაშინ, ასე არ გამოვა რა - მიშას შეტენოთ და მხარდამჭერებს ის, რაც მათ არ დაუწყიათ. ეს არ გამოვა-მეთქი...

 

რა უბედურებაა - 8 ოქტომბერს წაგება მიშას დაბრალდა, ახლა სანდრას ბრალი იქნება მეორე ტურში წაგებაც და ამ ბოდვას ვის აპირებთ, რომ მიყიდოთ? ყველაზე დებილი ქოციც კი არ ყიდულობს...

 

შედით ქოცებთან და ნახეთ, ჩვენ რომ არ ვყიდულობთ და მაგაზე ვბრაზობთ ზუსტად და მეტზე არაფერზე, აგერ კი ხედავთ. და რისთვის უშვებთ პუტინის და ბიძინას საამებელ მესიჯებს? მაგათი მთავარი სამიზნე რომ მიშაა, არ გესმით ამდენი?

 

არ ვიცი, ვინ რას როგორ ანგარიშობს და რატომ ჰგონია, რომ მინიმალური მხარდაჭერა უცებ საყოველთაო გაუხდა, მაგრამ თუ ეს არ შეწყდა, პროცესს ვინ დააზიანებს, უკვე ცხადზე უცხადესი იქნება. ტყუილია, რომ ნაცმოს მხარდამჭერების უმრავლესობისთვის მიუღებელია ყველა მინუს ერთი, ანუ მინუს მიშა? ტყუილია ეს? ძალიან ცდებით...

 

არა იმიტომ, რომ სექტა ვართ, არამდე იმიტომ, რომ ძალიან პრაგმატულად და რეალურად ვუყურებთ სიტუაციას, პირადი მიზნები არ გვაქვს, არც პირადი შიში გვაწუხებს და ხალხთან უშუალო ურთიერთობაა აი ისეთი, რომ სიმართლეს არ გვიმალავენ, იმიტომ რომ ხალხი ვართ ჩვენ. 

 

ეს ურთიერთობა ჩვენ გვაქვს და არა თქვენ, ან როგორ ბედავს ჩემი არჩეული დეპუტატი, რომ მხარდამჭერებს ბლოკავს ეს რა უბედურება და თავხედობაა. ან როგორ გვიბედავენ იმის დაშვებასაც კი, რომ ვინმეს დავალებებს ვასრულებთ? რაც ჩემმა მეგობრებმა ამ დღეებში ნაცმოს ზოგიერთი წარმომადგენლისგან შეურაცხყოფა მიიღეს, კიდე კარგ ჭკუაზე არიან.

 

აი ეს შეკითხვები აქვს ხალხს და უპასუხეთ - ვინ აკეთებს ამას, ვინ !!!!! სანდრა ქოცებსაც კი მოსწონთ, კრინტს ვერ ძრავენ ყველაზე ბანძების გარდა, და რა სანდრას კრიტიკა აგიტყდათ, გაგიჟდით სულ?!."

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !