
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი სოფო შევარდნაძე თვლის, რომ თბილისში ბევრად გემოვნებით აცვიათ, ვიდრე რუსეთის დედაქალაქში.
„აქ ბევრად უკეთ და გემოვნებით აცვიათ გოგოებს, ვიდრე მოსკოვში. ჩაცმით თავის ხასიათს გამოხატავენ, არ კარგავენ ინდივიდუალიზმს, მოსკოვში უფრო ბრენდებზე არიან გაგიჟებულები.
ყვეაზე დიდი თანხა ადრე ჩანთებში და „შანელის“ პიჯაკში გადავიხადე, მაშინ ჩაცმას ბევრად მეტ მნიშვნელობას ვანიჭებდი.
შემეძლო მთელი ხელფასი ერთ ძვირიან რამეში დამეხარჯა. მაგრამ ეს ყველაზე დიდი სისულელეა.
როგორი გავხდი, იცი? რაც ვიზრდები, ცოტა ნივთებს ვყიდულობ. დიდხანს ვირჩევ და ვყიდულობ იმ ფიქრით, რომ ამ ნივთმა დიდხანს გამიძლოს,“ - ამბობს სოფო შევარდნაძე.
primetimenews.ge