
ჟურნალი „შინ"-თან ინტერვიუში მომღერალი ბაბი კირკიტაძე ახალი სახლზე და მის ინტერიერზე საუბრობს.
როგორც ინტერვიუში ამბობს,
სახლი საკუთარი შრომით იყიდა, რაც მომღერალს ძალიან ახარებს. მისი თქმით,ახალი სახლის რემონტი დედამ მთლიანად საკუთარ თავზე იტვირთა.
“სულ ახალახანს დავასრულეთ ამ სახლის რემონტი. 17 დეკემბერს გადმოვედით საცხოვრებლად. ჩემი შრომით მოპოვებული სახლია და ეს ძალიან მახარებს. პატარა ფართია, თითქოს ახლა ვგრძნობ, რომ სივრცე არ გვყოფნის, მაგრამ ინტერიერი ძალიან მოგვწონს და შეგვიყვარდა.
აი, კარს რომ ვაღებ და ზღურბლს გადმოვაბიჯებ, უკვე ჩემი კომფორტის ზონაში ვარ. იმდენად ქაოსური, აქტიური და დამღლელია ჩემი სამუშაო დღე, რომ სახლი არის ჩემი თავშესაფარი, სადაც ყველაზე უკეთ ვისვენებ, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ოთახში ვარ. ასევე, უდიდესი კომფორტია ჩემთვის, როცა სახლში გელოდება მზრუნველი დედა. დაღლილს უგემრიელეს კერძებს მახვედრებს და ზურნავს ჩემს სასიამოვნო დასვენებაზე. ეს ფუფუნება ბევრს არ აქვს. ამასთან, დილით ყოველთვის დედა მაღვიძებს, უგემრიელესი ყავით მიმასპინძლდება და მაცილებს სამსახურში. მეც სასიამოვნო განწყობით, ხალისით ვიწყებ დღეს. ის, როგორიც ეკრანზე ვჩანვარ, დედაჩემის დამსახურებაა.
ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში არ გვქონდა სახლი, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩვენი საოცნებო სახლია, თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ. მინდა, უფრო დიდი სახლი მქონდეს და უფლის წყალობით, დარწმუნებული ვარ, კიდევ მომეცემა ყიდვის საშუალება და ამ შემთხვევაშიც დედას მივანდობ რემონტის საკითხს. სანამ დედაჩემი არსებობს ამ ქვეყანაზე, მე არაფერში ჩავერევი, დაე, გაარემონტოს მან.
წყარო: Shin.ge