სერიალი ჩემი ცოლის დაქალები რუსთავი 2-ზე აღარ გავა. ამის შესახებ On.ge-ს ფორმულა კრეატივში განუცხადეს. მათი თქმით, რუსთავი 2-ზე სერიალი სეზონის ბოლომდე იქნება.
ჩემი ცოლის დაქალები ფორმულა კრეატივის შექმნილი სატირულ-იუმორისტული ჟანრის ქართული სერიალია,
რომელიც რუსთავი 2-ზე 2011 წლიდან გადის.
„ჩემი ცოლის დაქალები“ ქართულ სატელევიზიო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პროექტია.