
საპარლამენტო უმცირესობის წევრი კობა სუბელიანი ერთ სახალისო ამბავს იხსენებს და ჰყვება, რატომ გაუშალეს სუფრა „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა შულავერში სუფრა დავით დარჩიაშვილს:
„დეპუტატები „ოცნებიდან“ გუბაზ სანიკიძე, ზვიად ძიძიგური და დეპუტატი დავით დარჩიაშვილი „ნაციონალური მოძრაობიდან“ რაღაცა ქართულ-სომხურ სემინარზე ყოფილან სომხეთში საპარლამენტო მივლინების ფარგლებში.
მეორე დღეს თურმე დარჩიაშვილის დაბადების დღე იყო და რომ გამოაშკარავდა ეს ამბავი, უკანა გზაზე, საქართველოს საზღვართან, რაღაც რესტორანში გადააყენეს მანქანები და პურმარილი უკისრეს დარჩიაშვილს.
დარჩიაშვილი ამბობს, რესტორნიდან რომ გამოვედით, კინაღამ გული გამისკდა, ტრაფარეტზე „შულავერი“ ეწერაო“, - წერს კობა სუბელიანი.