-
2019-06-06 13:50
6 ივნისს მომღერალ ნინო ჩხეიძის დაბადების დღეა.
შემსრულებელს სოციალურ ქსელში დილიდან ულოცავენ მეგობრები და ერთგული მსმენელები.
ნინო ჩხეიძე ქართველი მსმენელისთვის ერთ-ერთი საყვარელი მომღერალია.

2006 წელს მან პირველი სტუდიური ალბომი გამოუშვა. ნინო ჩხეიძის რეპერტუარი ქალაქურ ფილკლორს, ეთნო და პოპ-
მუსიკის ელემენტებს შეიცავს. მას ამ დრომდე 15 ალმობი აქვს ჩაწერილი.
ცოტა ხნის წინ მომღერალმა "ნიო ბენდი" შექმნა, ორი დღის წინ კი ფართო საზოგადოებას მათი ერთობლივი ნამუშევარი,
ახალი ვიდეორგოლი წარუდგინა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
რადიო"აფხაზეთის ხმა" უერთდება მილოცვებს და მომღერალს წარმატებებს უსურვებს.
მარიამ ნებიერიძე