საყვარელიძე: "ვისგან შედგება სახელობითად ის ჯგუფი, ვინც ენმ ამდენ ხანს მართა და მიზიდულობის ძალა ვერ შექმნა?

Image

უკრაინის გენპროკურორის მოადგილე, ოდესის ოლქის პროკურორი (2015-2016 წ. მარტი) დავით საყვარელიძე გიგი უგულავას საჯარო წერილს ეხმიანება და მის იმ ნაწილს ეთანხმება, სადაც ის პარტიის "ციხესიმაგრედ ქცევაზე" საუბრობს, თუმცა, მოითხოვს, სახელობითად გამჟღავნდეს, ვინ არის იმ ჯგუფში, რომელმაც პარტია ამდენ ხანს მართა და მიზიდულობის ძალა ვერ შექმნა. 

 

დავით საყვარელიძე წერს, რომ საქართველოში დღეს არ მოიძებნება იმ კალიბრისა და წონის პოლიტიკოსი და ადამიანი, მიხეილ სააკაშვილის გარდა, ვინც ოდნავ მაინც შეუქმნის საფრთხეს ბიძინა ივანიშვილს. დავით საყვარელიძე წერს, რომ ივანიშვილს უკვე ყველა პარტიის თავმჯდომარის თავი მიართვეს და მხოლოდ ერთისას ელოდება.

 

“ზოგიერთ ჩემს ძალიან ძვირფას მეგობარს და ადამიანს ან საკმარისი ინფორმაცია არ აქვს და ან გამოცდილება არ ჰყოფნის, მიხვდეს, რომ ამ ვითარებაში, ბიძინას ჩანაფიქრის რეალიზება, რაც 2013 წელს შემოთვალა და დღემდე ვერ მიაღწია, რის წყალობითაც პარტია მთელი ეს დროა სუნთქავს და დღემდე მოვიდა, უბრალოდ პარტიის ჰარაკირს ნიშნავს. მეგობრებო, ეჭვი მაქვს პარტიიდან წაგლეჯილი ნაწილაკი შეგრჩებათ და არაფერს მოგიტანთ სამარცხვინო ანგარიშის გარდა ნებისმიერ არჩევნებზე. თქვენც და საერთო საქმესაც... ყველა პარტიის თავმჯდომარის თავი მიჰგვარეს ბიძინას უკვე და ერთისას ელოდება. ისევე როგორც ენმ-ის ნაგლეჯს...

 

არ მგონია, ტექნიკური ფანდებით და თანამდებობების წინასაარჩევნო დეკლარირებით შესაძლებელი ყოფილიყო ქართველი ამომრჩევლის გონებაში ორ მკვეთრად საპირისპირო პოლუსზე ფიქრისგან ყურადღების გადატანა და უჩუმრად ბიძინასთვის ძალაუფლების გამოცურება. მთავარი მნიშვნელობა იმას ჰქონდა, ვინ იქნებოდა უკეთ მომზადებული ნებისმიერი შედეგისთვის და როგორ დაიცავდა საკუთარ ხმებს. აქ წავაგეთ სწორედ და არა პირველ ტურში.

 

საქართველოს ტერიტორიაზე დღეს სამწუხაროდ არ მოიძებნება არც ერთი იმ კალიბრის და წონის ადამიანი და პოლიტიკოსი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ოდნავ მაინც შეუქმნის საფრთხეს, გარდა მიხეილ სააკაშვილისა. პირიქით, მას აწყობს გარკვეულ ზღვარს ქვეშ მუდმივად მოყოლილი ოპოზიცია.

 

ერთ-ერთი პირველთაგანი ვარ, ვინც ყველა პოლიტიკური პატიმრის და მეგობრის, ლიდერის უსწრაფესად გათავისუფლებას ვემხრობი!!! თუმცა არც ის მგონია, რომ ივანიშვილი ბრიყვი ან გულუბრყვილოა...

 

ვეთანხმები ჩემი მეგობრის, გიგი უგულავას წერილის იმ ნაწილს, სადაც პარტიის ჩაკეტვაზე და ციხე-სიმაგრედ ქცევაზეა საუბარი. უბრალოდ შეკითხვას დავამატებ, რახან ასე საჯაროდ გამოიფინა და გამომზეურდა გიგის წერილი, ეგებ ისიც გულახდილად და მეგობრულად ვთქვათ, ვის გამოა დღეს ენმ-ის იზოლაცია გამოწვეული? ვისგან შედგება სახელობითად ის ჯგუფი, რომელმაც ამდენი ხანი მართა პარტია და მიზიდულობის ძალა ვერ შექმნა? ასევე, კამპანია დაგეგმა და ბოლომდე ამ ფორმით მიიყვანა? არ მგონია ციხეში გამომწყვდეული გიგის თბილისის პარტიის თავმჯდომარეობიდან გადაყენებამ პარტია გახსნას რატომღაც და რა ვქნა...

 

მეტს ვერაფერს დავამატებ. მე 5-ჯერ შემომითვალეს იმ "ბრძენი კაცი"-სგან მახსოვს... ახალგაზრდა ბიჭები ხართ, კარგი სახელით, მიშას ნუ ჩაყვებით და ვილაპარაკოთო... არ ვნანობ..." - წერს დავით საყვარელიძე. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !