პავლე კუბლაშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებების მიზანი მხოლოდ ეკონომიკის გაჯანსაღება უნდა იყოს

Image

იურისტი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ყოფილი წევრი პავლე კუბლაშვილი წერს, რომ აქციზის გადასახადის გაზრდის გადაწყვეტილება მხოლოდ რეფერენდუმის შემდეგ უნდა მიიღონ, ხოლო კონსტიტუციაში უნდა განისაზღვროს საგარეო ვალის ზედა ზღვარი.

ბოლო დროს მთავარი თემა მედიაში საკონსტიტუციო კომისია და კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებებია. 

 

პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩევა თუ სხვა ფორმით, პარლამეტი ქუთაისში იქნება მხოლოდ თუ თბილისშიც, კონსტიტუციის შესაცვლელი ქვორუმი მაღალი იქნება თუ დაბალი, მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების ვადები ხანგრძლივი იქნება თუ მოკლე, ეს ყველა საკითხი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და მათზე მსჯელობაც იქნება, სამართლებრივი დისკუსიაც და პოლიტიკური დებატებიც.

 

მაგრამ არის საკითხი, რომელიც ქვეყნის მომავალი სტაბილური განვითარებისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და რომლის შეცვლაც გამოიწვევს მყისიერად პრობლემების გაათმაგებას ეკონომიკაში.

 

ამიტომ არ შეიძლება შეიცვალოს კონსტიტუციური ჩანაწერი, რომელიც ამბობს: ახალი გადასახადის შემოღება, ან გადასახადის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმით.

 

ეს ჩანაწერი მნიშვნელოვანია ეკონომიკური სტაბილურობისთვის. ეს ჩანაწერი მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის. ამიტომ ის უნდა დარჩეს უცვლელი.

 

აქვე ვიტყვი ორ საკითხს რაც რეალურად გააუმჯობესებდა კონსტიტუციის ამ ჩანაწერსაც და ბიზნეს გარემოსაც:
1. აქციზზე გავრცელდეს იგივე შეზღუდვა და მისი გაზრდა აღარ შეიძლებოდეს რეფერენდუმის გარეშე.
2. ჩაიწეროს საგარეო ვალის ზედა ზღვარი, რომელსაც მთავრობა არ შეიძლება გაცდეს.

 

ცალსახად შემიძლია ვთქვა: საკონსტიტუციო ცვლილებები შეიძლება და უნდა იქნეს გამოყენებული ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის.", - წერს პავლე კუბლაშვილი. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

საახალწლო ფილმების TOP 5 - ეული, რომლებიც სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით

2021-12-15 17:30
დეკემბრის თვე დადგა და შესაბამისად ახალ წელს ვუახლოვდებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საახალწლო...

რომელი ქართველი ვარსკვლავის შვილია გოგონა, რომელიც ჰოლივუდის მსახიობ - ენ ჰეთეუეის ძალიან ჰგავს

2021-12-06 13:43
ბოლო დროს, ტაბლოიდები აქტიურად ალაპარაკდნენ მომღერალ, ნინო ჩხეიძის ქალიშვილის - მარიამისა და...

"საქართველოს მოსახლეობის 60% უკვე კოვიდგადატანილია" - გიორგი ფხაკაძე საგანგაშო კვლევის შესახებ საუბრობს

2021-11-15 15:22
ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საგანგაშო კვლევის შესახებ საუბრობს და...

"მოითხოვეთ პირდაპირი ეთერი" - ნანუკა ჟორჟოლიანი მმართველი პარტიის მხარდამჭერებს მიმართავს

2021-11-15 15:01
ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი მხარდაჭერას უცხადებს მიხეილ სააკაშვილს და სოციალურ ქსელშიც აქტიურად...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

helper DB function reports no errors

უნდა მოიხსნას თუ არა, პირბადის ტარების რეგულაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში?

ხმების რაოდნობა:
ხმის მიცემა შეწყვეტილია !