
დედაქალაქის მერია 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, სხვადასხვა ღონისძიება
გაიმართება.
რუსთაველის გამზირზე დაგეგმილია, როგორც სადღესასწაულო, შემეცნებითი და გასართობი პროგრამები, ასევე,
მრავალფეროვანი აქტივობები, გამოფენები და კონცერტები.
15:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე საკონცერტო პროგრამა Tbilisi Newcomers, ხოლო 10:00 საათზე თბილისის
ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტი ჩატარდება.
დაგეგმილია გასართობ -შემეცნებითი პროგრამები ბავშვბეისთვის. , თავისუფლების მოედანზე, 17:10 საათზე
“ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას” შესრულდება, რომელშიც მონაწილეობას ანსამბლები „შვიდკაცა” და “მძლევარი”
მიიღებენ.