"როგორც სწორად ჩავთვალე, ისე მოვიქეცი"-რატომ დაუწერა მარიკო ლეჟავამ თამთა გოდუაძეს დაბალი შეფასება "ევროვიზიაზე"

Image

ცნობილია, რომ კვიპროსის წარმომადგენელმა ქართველმა შემსრულებელმა, თამთა გოდუაძემ მე-16 ადგილი

დაიმსახურა და ქართული ჟიურისგან 6 ქულა მიიღო.

 

სოციალურ ქსელში ქართველების დიდი უკმაყოფილება საქართველოს მიერ დაწერილმა 6 ქულამ გამოიწვია. 

 

ცოტა ხნის წინ კი, ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, მარიკო ლეჯავამ ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა: 

„ორი დღეა, ვდუმვარ მართლა, აი, ვდუმვარ ამ საზიზღრობაზე, რაც ჩემ გარშემო ხდება! მართლა არ ვიცი, ამხელა

ზიზღი საიდან გაქვთ დაბუდებული, ვერაფრით გამიგია. ქართველის გვერდში დგომას რომ ამბობთ! აი, რომ

გაჰკივით ამ ფრაზას, ოთო ქართველი არ იყო? თუ ფრანგი იყო??? თქვენი წარმომადგენელი სანამ წავიდოდა,

მაქამდე გაანადგურეთ, გინდა მორალურად, გინდა სულიერად! თქვენ არ ხართ ეგ ქართველები??? არც ერთი ცუდი

და სალანძღავი სიტყვა არ დაგიშურებიათ “ქართველისთვის” და ახლა არის ქართველის გვერდში დგომა პირველი

და წმინდა??

ან ის ადამიანები, ვისზეც ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მსგავს კომენტარს გააკეთებდნენ, რაზე ფიქრობთ ან

რას აკეთებთ საერთოდ? რას ამტკიცებთ ჩემი გალანძღვით… თქვენი ნებაა აბსოლუტურად, რას იტყვით ჩემზე ან

ჩემს უნიჭობაზე! მაგრამ მე ვიჯექი ჟიურის სკამზე, მე მეჭირა პასტა ხელში და მე დავწერე ქულა! არავის საქმე არ

არის, მე რა გავაკეთე. როგორც სწორად ჩავთვალე, ისე მოვიქეცი.

არანაირი შური და ბოღმა არ მამოძრავებდა, უბრალოდ, ვინც მიცნობს, მათ ხომ იციან და აი, ვინც არ მიცნობს, ეგ ნაკლებად მადარდებს. ცხოვრებაში არასდროს შური და ბოღმა არ მამოძრავებდა და არასდროს შემიპყრობს ეგ

გრძნობა, რასაც ბევრზე ვერ ვიტყვი. მარტივად ხელწამოსაკრავი ვარ? აი, ისე ძალიან ცდებით, რომ მეტი არ

შეიძლება. ეს ის დრო იყო, აი, კაკრას მეგობრობით და ახლობლობით რომ ხდებოდა ყველაფერი თქვენი დრო. და მე

იმიტომ ჩამქოლეთ, რომ კარგ მუსიკას მივეცი ხმა? დაე! კიდევ იმავენაირად მოვიქცეოდი, იმ დღეს რომ დამაბრუნა.

ძალიან მართალი ვარ ჩემს თავთან და სინდისიც არ მაწუხებს. შეგიძლიათ, ყველა ბრუნვაში გამლანძღოთ და

ყველაფერი მიწოდოთ, არაფერი მაქვს სამტკიცებელი. მუსიკა ძალიან მიყვარს, მეტი რომ არ შეიძლება, ისე.

მაპატიეთ, რომ მიკერძოებული არ ვიყავი“.



რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !