
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 13 ათასს გადააჭარბა. იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 727 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირების 2 937 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 1 118 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან იტალიაში სულ 13 155 ადამიანი გარდაიცვალა, 80 572 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 16 847 კი გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.