-
2020-03-30 16:12
სინგაპურის პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს ერთმანეთის დადანაშაულების შეწყვეტისკენ მოუწოდა.
"თუ შეერთებული შტატები და ჩინეთი განაგრძობენ ერთმანეთის დადანაშაულებას ამ ვირუსის გამოგონებაში და დაუშვებენ, რომ ის თავისუფლად გავრცელდეს მთელს მსოფლიოში, ეს პრობლემას ვერ მოაგვარებს. შეწყვიტეთ ერთმანეთის დადანაშაულება, თქვენ გაქვთ რესურსი, რომ ეს პრობლემა დაძლიოთ," - განაცხადა სინგაპურის პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა კორონავირუსი ჩინურ ვირუსად არა ერთხელ მოიხსენია და განაცხადა, რომ ჩინეთმა ვირუსი დამალა.