
შვედეთის ერთერთმა უდიდესმა ბანკმა Forex შეაჩერა რუბლის შესყიდვის პროცესი, რადგან რუსული ნაციონალური ვალუტა გაუფასურდა, - ამის შესახებ შვედური რადიო ბანკის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.
„ჩვენ რუბლს მხოლოდ იმ კლინეტებისგან ვყიდულობთ, რომლებიც ადრე მას ჩვენგან ყიდულობდნენ“, - განმარტავენ ბანკში. Forex-ს ყველაზე მსხვილი ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ქსელი აქვს შვედეთში და ფინეთში, ზოგადად, სკანდინავიაში.
„ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია რუბლის გაუფასურებით, რომელმაც თვითღირებულების თითქმის ნახევარი დაკარგა. ახლა კი, როცა საუბარია ახალ სანქციებზე რუსეთის წინააღმდეგ, არანაირი პერსპექტივა არ ჩანს, რომ რუბლი დასტაბილურდება. ამ პირობებში ბანკს არ სჭირდება რუბლის დამატებითი მარაგი“, - ამბობენ ბანკის პრესსამსახურში.