
დღეს განმეორებით მომხდარი თავდასხმის შემდეგ ზაზა დავითაია ამბობს, რომ ის თავდამსხმელს არ იცნობს, მაგრამ მისი ამოცნობა შეუძლია.
ზაზა დავითაიას უცნობი პირი თსუ-ს პირველ კორპუსთან, მიწისქვეშა გადასასვლელში დაესხა თავს და სცემა, რის შემდეგაც ის რკინიგზის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ზაზა დავითაია უკმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ პირველი თავდასხმისას მას ჟურნალისტებმა მხარი არ დაუჭირეს. "ნაწყენიც ვარ და ნატკენიც", - ამბობს "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი.
მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, საქმეში ჩართულია საპატრულო პოლიცია. ადამიანის უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ზაზა დავითაიასთან ერთად მან დღეს პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც პირველი თავდასხმის გამოძიების გაჭიანურებაზე ისაუბრა. მისი აზრით, თავდასხმა სწორედ ამ პრესკონფერენციის გამოძახილია.