
ვაჟა-ფშაველას მესამე კვარტალში მაღაზია დააყაჩაღეს. შემთხვევა გუშინ სარამოს, დაახლოებით 23 საათზე მოხდა. ამის შესახებ "აქცენტი" იტყობინება.
როგორც დაზარალებული ყვება, ყაჩაღები მაღაზიაში გუშინ, დაახლოებით 23:00 საათზე შევიდნენ, ჯერ 100 ლარიანი კუპიურის დაშლა ითხოვეს, უარის შემდეგ კი დანის მუქარით, სალაროდან 800 ლარი 500 დოლარი წაიღეს.
მომხდარ ფაქტს ადასტურებს შსს. როგორც "აქცენტს" შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.