-
2014-10-22 03:30
"თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" დამფუძნებელი, აჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი წერს, რომ მისთვის მიწოდებული უტყუარი ინფორმაციით, მოსამართლეზე ზეწოლამ შედეგი გამოიღო და ხვალ საქალაქო სამართლო უკანონო განაჩენს გამოიტანს.
"ამ წუთებში მივიღეთ უტყუარი ინფორმაცია, რომ ხელისუფლების მიერ განხორციელებულმა ძალადობამ, მოსამართლეზე ზეწოლამ და მუქარამ შედეგი გამოიღო და მოსამართლე ბუგიანიშვილი უკანონო განაჩენს გამოიტანს ბაჩო ახალაია საქმეზე. საზოგდოება თავად დარწმუნდა ამ საქმის სიყალბეშიც.
დღეს თუ ხვალ ეს ფაქტი გამოაშკარავდება და ყველა პირი ვინც ამ აბსურდის თეატრში იღებს მონაწილეობას კანონის ძალით აგებს პასუხს.
ეს არის საქართველოს დანაწევრების ხელმშემწყობი და რუსი ჯაშუშების განმანთავისუფლებელი ხელისუფლების პასუხი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებზე, ასევე საფრანგეთის და საბერძნეთის სასამართლოების გადაწყვეტილებაზე. ეს არის პირდაპირი და მოკლე გზა თავისუფალი სამყაროდან საქართველოს იზოლაციის.
ხვალ არც ბაჩო და არც ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ ამ ფარსში!", - წერს ანი ნადარეიშვილი.