-
2014-10-19 23:52
ადვოკატ ოთარ კახიძეს დაკავებულ "ტაბულის" ფოტორეპორტიორთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევენ. ოთარ კახიძე შსს-ს ადმინისტრაციულ შენობასთან, კახეთის გზატკეცილზე იმყოფება. მისი თქმით, სამინიტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ტელეფონს არ პასუხობს. არც მოკლეტექსტურ შეტყობინებას პასუხობს.
"ტაბულის" ფოტოგრაფი ალექსანდრე გიორგაძე პრემიერის სახლთან მიმდინარე აქციის დროს პოლიციამ დააკავა. როგორც ტაბულას შსს-ში განუცხადეს, ალექსანდრე გიორგაძე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს.