-
2014-10-19 14:59
2005 წელს ოქროყანაში, ვამეხ აბულაშვილისა და კახაბერ დაბრუნდაშვილის ცემის ფაქტზე, რასთან დაკავშირებითაც პროკურატურამ დათა ახალაიას, ოლეგ მელნიკოვსა და გერონტი ალანიას ბრალი წაუყენა, სასამართლო განაჩენს, სავარაუდოდ, 20 ოქტომბერს გამოაცხადებს.
ამ ეპიზოდს როგორც პროკურატურა, ასევე მედიის ნაწილი მოიხსენიებს, როგორც „გირგვლიანის საქმეს“, თუმცა, მას სანდრო გირგვლიანის საქმესთან არანაირი კავშირი არა აქვს. სავარაუდოდ, პროკურატურის მხრიდან ამ ეპიზოდის მოხსენიება „გირგვლიანის საქმედ“ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მცდელობას უკავშირდება.
აღსანიშნავია, რომ გერონტი ალანიას დაცვის მხარე სასამართლო განხილვის დაწყებისთანავე ითხოვდა შსს-სგან შესაბამისი, ოფიციალური დოკუმენტის გაცემას, რომლის მიხედვითაც მტკიცდებოდა, რომ აბულაშვილისა და დაბრუნდაშვილის ცემის დროს გერონტი ალანია ე.წ. მოდულის შენობაში იმყოფებოდა და არა ოქროყანაში.
შსს-სგან ეს დოკუმენტი დაცვის მხარემ მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც სასამართლო განხილვები უკვე დასრულდა. დოკუმენტით, რომელიც ე.წ. მოდულის შენობაში შემსვლელთა სახელზე დაშვებული საშვების კონკრეტული დღისა და საათების ამონაწერს წარმოადგენს, გერონტი ალანიას ალიბი დასტურდება.
ამასთან, გაცემულ დოკუმენტში შსს-ს მიერ დაფარულია იმ პირთა ვინაობა, რომლებმაც გასცეს საშვი, ანუ, ინკოგნიტოდ დატოვა იმ პირთა ვინაობა, ვისაც შეხვდა გერონტი ალანია „მოდულის“ შენობაში, რამაც შეუძლებელი გახადა სასამართლოს მიერ იმ პირების დაკითხვა, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ ალანიას ნამდვილად შეხვდნენ.

იმის შესახებ, რომ პროკურატურა, საზოგადოებრივ აზრზე სენსიტიური თემებით ზემოქმედებას ცდილობს, საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძეც წერდა: