
ვანის რაიონის სოფელ ფერეთაში მცხოვრები დაზარალებული დედა, რომელიც ყაჩაღებმა შვილთა ერთად აწამეს, "კვირის პალიტრასთან" დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ ყაჩაღებმა "საქმე" 15 წუთში დაამთავრეს და წვიდნენ.
დაზარალებულის თქმით, თავდასხმა დაახლოებით საღამოს 10 საათზე მოხდა, მძარცველები ფულს ითხოვდნენ, საბოლოოდ კი სახლიდან "იამაჰას" კლავიშებიანი სინთეზატორი და ოქროულობა წაიღეს:
ქეთევან არველაძე, დაზარალებული:
" იმ საღამოს მე და ჩემი 4 წლის შვილი მარტო ვიყავით სახლში. 10 საათი იქნებოდა, ახალი ჩაძინებული ვიყავი, როდესაც ვიგრძენი, რომ ვიღაცამ პირზე ხელი დამაფარა - სუნთქვა შემეკრა, და ამან გამომაღვიძა. დავინახე ნიღბიანი, რომელმაც მითხრა, არ დაიყვიროო.
წამოვჯექი - რა გინდა-მეთქი. იმან კი, ფულიო, - მითხრა. ხელში მგონი სამართებელი ეჭირა. რომ ვერ გამომტეხა, სახეზე ათჯერ მაინც დამისვა. ოქროული გამოვიტანე და მივეცი. ფულსაც მოითხოვდნენ, მაგრამ რაც არ მქონდა, რას მივცემდი, მერე იმ გარეწრებმა ბავშვისთვის თვალებზე ხელი დამაფარებინეს და ხელებზე ცხელი უთო დაადეს. მძარცველებმა დაახლოებით 15 წუთში დაასრულეს საქმე და გაიქცნენ", - ამბობს დაზარალებული "კვირის პალიტრასთან".
შეგახსენებთ, თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირები პოლიციამ მეორე დღესვე დააკავა.