-
2014-09-05 15:24
ლაშა მახარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიორგო ოქროპირიძე უკვე დაკავებულია, როცა ის ქვეყნის დატოვებას არალეგალურად ცდილობდა. განცხადება შსს-ში, სავარაუდოდ, მოკლე ხანში გაკეთდება.
ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არც ადასტურებენ და არც უარყოფენ შსს-ში. შეგახსენებთ, რომ გიორგი ოქროპირიძეს, რომელიც ლაშა მახარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილად მკვლელობიდან ცოტა ხანში სოციალურ ქსელებში დასახელდა (შსს ეჭვმიტანილის ვინაობას, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ ახმაურებდა, თუმცა ამბობდა, რომ ეჭვმიტანილის ვინაობა დადგენილია).
ლაშა მახარაძე აბაშიძის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მას სამი ტყვია ესროლეს. დაჭრილი მახარაძე საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.