-
2014-09-05 12:36
ბათუმში მეგობარი მამაკაცის მიერ სახალხოდ ნაცემმა ქალმა, რომელიც თურქმენეთის მოქალაქეა, ტრეფიკინგისა და მისთვის პასპორტის წართმევის ფაქტი არ დაადასტურა. ამის შესახებ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი იტყობინება.
"გუშინ ბათუმში თურქმენეთის მოქალაქის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ დაზარალებული ქალბატონი გუშინვე გამოკითხეს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის განყოფილების თანამშრომლებმა, რის შედეგადაც ტრეფიკინგის ფაქტი არ დადასტურდა. აღნიშნულმა ქალბატონმა უარყო მისთვის პასპორტის ჩამორთმევის ფაქტი და განაცხადა, რომ მისთვის არავის შეუზღუდია თავისუფლება და მის მიმართ რაიმე სახის ექსპლუატაციის ფაქტი არ განხორციელებულა.
დაზარალებულ ქალბატონს ასევე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის შედეგედაც დადგინდება მიღებული დაზიანებების ხარისხი. რაც შეეხება მის ცემაში ბრალდებულ მამაკაცს, მას ბრალი 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით უკვე წაუყენეს", - წერს ნინო გიორგობიანი.