
ფოთში, ქალაქის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
გარდაცვლილს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, მან თავი მოიკლა. ინფორმაციას ,,ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ერთ-ერთ სამართალდამცავ სტრუქტურაში მუშაობდა.