ლაშა მახარაძის ნათესავი მკვლელად "ოქრიკას" ასახელებს: თუ დროზე არ დააკავებენ, მაგ ნაძირალას მოკლავენ...

Image

ვაკეში, გუშინ მოკლული ლაშა მახარაძის ნათესავი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს და მკვლელობის ახალ დეტალებზე საურობს.  

განცხადებას უცვლელად აქვეყნებს qiziyi.ge, თუმცა ავტორის თხოვნით, მის ვინაობას არ ასახელებს:

 

„არ მომწონს, როდესაც ჩემს მიერ არჩეული ხელისუფლება დღე და ღამთავის მართლების რეჟიმშია და კრიმინალური მდგომარეობის სტატისტიკას “მიფრიალებს”… რად მინდა სტატისტიკა, აგერ ფაქტი:

 

გუშინ კიდევ ერთი ოჯახი ამოწყვიტა მკვლელმა, რომელიც სააღდგომოდ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეწყალების (და არა ყბადაღებული ამნისტიის) საფუძველზე გამოუშვეს ციხიდან, სადაც, თურმე, უახლოესი მეგობრის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. ახლა დავბრუნდი უბედური ოჯახიდან, რომელშიც ერთი სიფრიფანა ქალიღა დარჩა.

 

შარშან ერთი ვაჟი, ერთადერთი შვილიშვილი და რძალი ავარიის შედეგად დაეღუპა, ახლა კი მეორე და უკანასკნელი შვილი მოუკლა არაკაცმა, რომელიც, ბედის ირონიით, დიდად იყო დავალებული ამ ოჯახის წინაშე… პანაშვიდზე მყოფი ხალხი ერთხმად ამბობდა, რომ მკვლელის – გიორგი ოქროპირიძის (მეტსახელად “ოქრიკა”) დედა “ქართული ოცნების” აქტივისტია და რომ კოალიცია მას ხელს დააფარებს და გააპარებს…

 

ისიც ითქვა, რომ მკვლელი შსს–სმაღალჩინოსნის მანქანით იყო მისული, თან რუსული ნომრით და არხეინად განაგრძო გზა… ჰო, ისიც ითქვა, რომ მკვლელი მოსაკლავი ბიჭების გრძელი სიით გამოსულა ციხიდან და ამაზე ხმამაღლა ტრაბახობდა…. რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მეც, ვეცადეთ დაგვერწმუნებინა ისინი, რომ „ქართული ოცნება“მკვლელს ხელს არ დააფარებს და იგი, ამჯერად მაინც, საკადრისად დაისჯება…

 

იმედია, სასწრაფოდ მოახდენთ რეაგირებას ამ საზარელ ფაქტზე და მკვლელს დროზე დაიჭერთ… თუ არა, მაშინ ახლავე გაფრთხილებთ, რომ კიდევ მინიმუმ ერთი მკვლელობა მოხდება და ამჯერად თავად ნაძირალა „ოქრიკას“მოკლავენ, რის გამოც კიდევ ერთ (ან მეტ) ახალგაზრდას მოუწევს ციხეში ჩაჯდომა…

 

ბატონო ირაკლი, დაიცავით მეგობრის სიკვდილით და მთელი ოჯახის განადგურებით „გამწარებული“ჩვენი ბიჭები… ნუ დაუშვებთ შურისძიების განხორციელებას უდანაშაულო ბიჭების მხრიდან… ხალხს თქვენი იმედი აქვს!!! გთხოვთ!!!

 

პატივისცემით თ.ფ“, – წერს ოჯახის ნათესავი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !