-
2014-07-26 14:34
გუშინ ზესტაფონში 23 წლის სალომე ჯორბენაძე ყოფილმა ქმარმა, სერგი საცერაძემ „ირინეს“ პარკში, უამრავი თვითმხილველის წინ მოკლა.
მკვლელი პოლიციის თანამშრომელია. იგი უკვე დაკავებულია. მკვლელობის მიზეზად ეჭვიანობა სახელდება.
არსებული ინფორმაციით, სალომეს სკოლა ჯერ კიდევ არ ჰქონდა დამთავრებული, როცა სერგიმ მოიტაცა. მათ ვაჟი შეეძინათ, თუმცა ქმრის ეჭვიანობის გამო, ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. სალომემ ბავშვი მშობლებს დაუტოვა და უნივერსიტეტში ჩააბარა.
ახლობლები ყვებიან, რომ სერგი სალომესთან შერიგებას ცდილობდა, მაგრამ იგი წინააღმდეგი იყო.
ამ ზაფხულს სალომე ზესტაფონში მშობლებთან და ბავშვთან ერთად ატარებდა.



