
ქალბატონმა ტაქსის მძღოლი გაძარცვა. შემთხვევა საბურთალოზე, კოსტავას ქუჩაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მგზავრმა მძღოლს აფთიაქში წამლის ყიდვა სთხოვა, როცა მძღოლი ავტომობილიდან გადავიდა. სწორედ ამ დროს ქალბატონმა დაახლოებით ორასი ლარი, რომელიც ავტომობილში იყო მოიპარა.
მიმდინარეობს გამოძიება.