-
2014-06-24 16:04
გასული დღე-ღამის განმავლობაში, თბილისსა და თბილისის მიმდებარე დასახლებებში ოთხმა ადამიანმა თვითმკვლელობა სცადა, მათ შორის ერთი გარდაიცვალა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, ექიმებს 1 700-მდე გამოძახებაზე გასვლა მოუწიათ, მათ შორის 4 შემთხვევა სუიციდის მცდელობა იყო.
კერძოდ, გლდანის მე-7 მიკრორაიონში მდებარე ერთ-ერთი კორპუსის მე-7 სართულიდან 1980 წელს დაბადებული მამაკაცი გადმოხტა, რომლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
საბურთალოს ქუჩაზე, 1990 წელს დაბადებულმა მამაკაცმა სამართებლით ყელი გადაისერა, რომლის გადარჩენაც მოხერხდა. ასევე 1968 წელს დაბადებულმა მამაკაცმა "დიაზეპამის" დიდი დოზა მიიღო, ხოლო სოფელ გლდანში 65 წლის ქალმა ხეხილის შესაწამლი შხამქიმიკატი დალია.
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარება გამოძახებებზე ოპერატიულად მივიდა.