-
2014-06-24 14:56
რამდენიმე დღის წინ სამართალდამცველებმა ცოლ-ქმარი - 22 წლის ნინო კ. და 24 წლის ანრი ჯ. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.
მამაკაცმა თავის მეუღლეს სოციალურ ქსელში „ოდნოკლასნიკები“ ერთდროულად რამდენიმე გვერდი გაუხსნა, სადაც მიუთითა მისი ტელეფონის ნომრები და საქართველოს სხვადასხვა ქალაქები (თბილისი, ფოთი, რუსთავი, ქუთაისი და ა.შ).
22 წლის გოგონას სექსმომსახურება უნდა შეეთავაზებინა მამაკაცებისთვის.
ნინოს დღის განმავლობაში რამდენიმე მამაკაცი უკავშირდებოდა. თანხაზე შეთანხმების შემდეგ კი გოგონა ითხოვდა, ფული წინასწარ ჩაერიცხათ „აჭარაბეთის“ ანგარიშზე. ცოლ-ქმარი „აჭარაბეთზე“ფიქციურ ონლაინ-თამაშს მართავდა, საიდანაც ეს თანხა ანრი ჯ-ს ბებიის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშზე ირიცხებოდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა ამ გზით 14 სხვადასხვა მოქალაქისგან 775 ლარი მიითვისეს, თუმცა, სავარაუდოდ, იმ დაზარალებულთა რიცხვი, რომლებმაც საგამოძიებო ორგანოებს არ მიმართეს, გაცილებით დიდია.
http://primetimenews.ge/?page=15&news_id=30848&c=2