-
2014-06-24 01:24
ამ დროისთვის რეანიმაციის განყოფილებაში, მართვად სუნთქვაზე მყოფ 21 წლის ნიკუშა ნატროშვილს, რომელსაც გუშინ კიკეთში 25 ჭრილობა მიაყენეს, პირველი ჯგუფის, დადებითი რეზუსის სისხლი სჭირდება.
როგორც მისი მეგობრები სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერენ, მისთვის მხოლოდ სისხლის გაღება შეუძლიათ და მოქალაქეებს თანადგომისკენ მოუწოდებენ.
“ამ მომენტში ჩვენ მხოლოდ სისხლით შეგვიძლია დახმარება! ძალიან უნდა სიცოცხლე, ვიცი, და მჯერა, რომ გადარჩება!!! იბრძვის 2 დღეა იმისთვის, რომ ისევ ჩვენთან იყოს!!! გთხოვთ, ადამიანებო, დაუდეგით გვერდში, ვისაც მისი ჯგუფის სისხლი გაქვთ!!! ყველაზე მაგარი შვილი ჰყავს და ძალიან უნდა ნიცასთან ერთაად ნიკუშას და იქნება მჯერა!!“- წერენ ნიკუშა ნატროშვილის მეგობრები.
შეგახსენებთ, რომ კიკეთში, გუშინ ღამით, 21 წლის ახალგაზრდას, ნიკუშა ნატროშვილს ცეცხლსასროლი იარაღით 25 ჭრილობა მიაყენეს. დაჭრილს 3 წლის შვილი ჰყავს.
ახალგაზრდის გადასარჩენად სისხლის გაღების მსურველებს შეუძლიათ დილიდან დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 2 39 03 13. მისამართი: ალ. ყაზბეგის გამზ. 22.