
უკრაინაში პარტია „რეგიონების“ დეპუტატი გაუჩინარდა. უკრაინაში, უმაღლესი რადას დეპუტატი რეგიონების პარტიიდან ნიკოლაი ლევჩენკო გაუჩინარდა, ამის შესახებ «УРА-Информ» იუწყება.
სააგენტოს ცნობით, იგი კავშირზე გუშინ 18 საათის შემდეგ აღარ გასულა. როგორც დეპუტატის გარემოცვაში აცხადებენ, ვერ ხერხდება მის მძღოლთან დაკავშირებაც.
ადგილობრივი გამოცემის «Остров»-ის ცნობით, დეპუტატთან კავშირი მაშინ შეწყდა, როდესაც იგი თავის მანქანით დონეცკიდან კიევში ბრუნდებოდა. სავარაუდოდ, იგი დნეპროპეტროვსკის ოლქის ტერიტორიაზე გაუჩინარდა. ლევჩენკოს ახლობლები აცხადებენ, რომ შესაძლოა, დეპუტატი გაიტაცეს. განცხადება ამის შესახებ პოლიციაში ჯერ არ შესულა.