
"ფრონტნიუსის" ცნობით, თბილისში ტაქსის მძღოლმა დანით მგზავრი დაჭრა - დაზარალებული მე-5 საავადმყოფოშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა.
სააგენტოს ცნობით, მგზავრს კოსტავას გამზირიდან მოსკოვის გამზირის მიმართულებით სურდა გადაადგილება. დანიშნულების ადგილზე მისულმა მოქალაქემ კი ტაქსის მძღოლს განუცხადა, რომ მგზავრობის საფასურს ვერ გადაიხდიდა, შემდეგ კი მძღოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც იგი მძღოლმა დანით დაჭრა.