
2014 წლის 12 ივნისს დილის 15 საათზე მერიის ლეგალიზაციის სმსახურის მიერ ჩატარდა განხილვა, რომელიც ეხებოდა მიშენების დემონატაჟს. მოსარჩელე სასულიერო პირის, მოპასუხე კი - ორი პირველი ჯგუფის ინვალიდის დედა. განხილვას ხმაური მოჰყვა.
განხილვას ესწრებოდნენ მოპასუხე იაგო და კახა გორგაძეების წარმომადგენელი, მათი პენსიონერი დედა ზოია გორგოძე და მოსარჩელე სასულიერო პირი, მამა ვასილ ჟორჟიკიშვილი.
მერიაში მისულ სასულიერო პირს თან ახლდა მრევლის წევრი რამდენიმე პირი, ხოლო ზოია გორგოძე თავის ახლობლებთან ერთად იყო მისული. სხდომის დასრულების შემდეგ ზოია გორგოძე და მისი ახლობლები მობილური ტელეფონით კადრებს ურებდნენ მამა ვასილს, ხოლო ერთი ეკითხებოდა: „რატომ უნგრევთ სახლს ინვალიდებს, მამაო?“, - რაზეც მამა ვასილს პასუხი არ გაუცია და იქაურობა დატოვა.