„ხმა მომესმა, თითქოს ლეკვი კვდებაო. მივანათე და ასფალტზე გოგონა ეგდო“ - რატომ იმეტებდნენ გორში 14 წლის გოგონას სასიკვდილოდ?

Image

3 ივნისს გორში, სტალინის სახლ-მუზეუმთან მდებარე კორპუსის სადარბაზოს წინ მცხოვრები მამა-შვილი შემაძრწუნებელი სურათის მოწმე გახდა, - 14 წლის სულთმობრძავი გოგონა პირდაპირ ასფალტზე ეგდო...

 

 

უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი გოგონა გორის საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმ მამუკა გუბერიძის თქმით, პაციენტს უმძიმესი ტრავმული დაზიანებები აქვს მიყენებული და კრიტიკულ მდგომარეობაშია...

 

ბ.ნ, თვითმხილველი:

 

- ჩემი ვაჟი ისეთ მდგომარეობაშია, ძლივს ლაპარაკობს... მაღაზიაში გავგზავნე წვრილმანის ამოსატანად... 10 წუთიც არ იყო გასული, მესიჯი მომწერა, - მამა, სადარბაზოს შესასვლელთან ვარ, ჩამოდი და ფანარი ჩამოიტანეო.

 

სადარბაზოში რომ გავედი, ბიჭმა მითხრა, - რაღაც ისეთი ხმები მომესმა, თითქოს ლეკვი კვდებაო. მივანათე და რას ვხედავ, ასფალტზე ეს ბავშვი ეგდო. თვალები გახელილი ჰქონდა და უაზროდ მიყურებდა... უცებ დამარტყა თავში, პატრულს უნდა დავურეკო-მეთქი და 5 წუთში მოვიდნენ. თურმე კანაფის წვრილი თოკი ჰქონია ყელზე შემოჭერილი, რასაც მე ვერ მივხვდი...

 

ეს რა ვნახე! ასფალტზე დაგდებულს და ცოცხალმკვდარსაც კი ეტყობოდა, რომ ულამაზესია...  მე ასე მგონია, ეს უბედური ბავშვი ვიღაცამ აწამა და მერე ჩვენს სადარბაზოსთან მოიტანეს და დააგდეს...

 

ლ. დ.: დაზარალებულის ახლობელი:

 

- ჩვენს თავზე ისეთი უბედურება ტრიალებს, ენით არ გამოითქმის. ახლა მარტო იმაზე ვფიქრობთ, ბავშვი გადაგვირჩეს... ამის იმედს ექიმები ვერ გვაძლევენ, მარტო უფალმა უნდა გადაგვირჩინოს... მერე მივხედავთ, ვინც ბაშვი ასე აწამა...  ბავშვს მენჯ-ბარძაყის ძვლები ისე აქვს დამტვრეული, ექიმმა თქვა, სიმაღლიდან არის გადმოგდებულიო. ყელზე ორმაგად ჰქონდა კანაფის ძაფი გაჭერილი მოსახრჩობად. ეტყობა, უკვე მკვდარი ეგონათ და იმიტომ დააგდეს სადარბაზოს წინ...

 

გამომძიებელმა შესთავაზა ბავშვის ისედაც გაუბედურებულ და გამწარებულ დედას, - ქალბატონო, ახლა უნდა თქვათ, რომ თქვენი შვილი თავს იკლავდა, არ გაახმაუროთ, რომ აწამეს, თორემ გოგოა, გათხოვება ხომ უნდაო!

 

მართალია დედ-მამა გაშორებულია, მაგრამ მამამისს უპატრონოდ არ ჰყავს მიტოვებული და ზრუნავს მასზე... გორის მე-12 სკოლაში სწავლობდა და „შატალოზე“ წაიყვანა თავისი კლასი. ამისთვის სკოლიდან გარიცხეს... საღამოს ათის ნახევარზე გასულა სახლიდან, ახლავე ამოვალო...  იმასაც პირდაპირ ვიტყვი, რომ იმ გამომძიებლის „ბრძნული“ რჩევის შემდეგ არც ობიექტური გამოძიების იმედი გვაქვს, მაგრამ ამ დანაშაულს არავის შევარჩენთ!

 

პ.ს. გორის მე-12 სკოლაში განგვიცხადეს, გოგონა სკოლიდან თავისი ნებით წავიდა.

 

 

http://www.kvirispalitra.ge/justice/21863-qkhma-momesma-thithqos-lekvi-kvdebao-mivanathe-da-asfaltze-gogona-egdoq-ratom-imetebdnen-gorshi-14-tslis-gogonas-sasikvdilod.html

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !