ქალაქში თაღლითი დადის?

Image

ავსტრიაში საქართველოს ყოფილი ვიცე-კონსულის, ალბერტ გიორგობიანის წინააღმდეგ შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.  ალბერტ გიორგობიანი  საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, თამარ გიორგობიანის მამაა.



 ალბერტ გიორგობიანს პროკურატურაში თბილისის ცნობილი ოჯახები და „გადაგდებული“ მოქალაქეები უჩივიან. ისინი კონსულის ოჯახის ქონების გაყიდვას და მათთვის კუთვნილი თანხის დაბრუნებას მოითხოვენ.

 

„2011 წლის წლის ივნისში ალბერტ გიორგობიანმა მითხრა, რომ მას სჭირდებოდა 5000 აშშ დოლარი რესტორნის ასამუშავებლად. საუბარში ცდილობდა დავერწმუნებინე, რომ ჰყავს დიპლომატი ქალიშვილი საზღვარგარეთ და მაღალი რანგის მეგობრები, რომლებსაც 5000 დოლარის გულისთვის არ შეაწუხებდა და ერჩივნა პროცენტით აეღო, თუნდაც 5%-ად თვეში - დროებით, რასაც სამ თვეში დააბრუნებდა.

 

ასეთი მცირე თანხის პრობლემა მას არ ექნებოდა და ჩამოთვალა თავისი ბინები ვაკეში, დიღომში სასახლე, პლეხანოვზე რესტორანი. ჩემს ახლობელ ქვრივ ქალბატონს ჰქონდა დანაზოგი, რომელმაც რამდენიმე დღეში 5000 აშშ დოლარი გადასცა ალბერტ გიორგობიანს. ამის შემდეგ გიორგობიანი სამი წელი არ გამოჩენილა“, - აღნიშნულია ერთ-ერთი დაზარალებულის, ლია წითურიძის მიერ პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში.

 

გიორგობიანის მიერ დაზარალებულთა სია ასე გამოიყურება: ოთარ დვალიძე, ვაჟა ლორია, შოთა ჩხეიძე, გელა ფოცხიშვილი, ნანული რუხაია, რუსუდან კეშელავა.

 

„ალბერტ გიორგობიანი დახელოვნებულია ადამიანებისგან დიდი ოდენობის ფულის აღებაში... ის ადამიანებს ატყუებს, რომ პეტრიაშვილზე მდებარე ბინისთვის 100 ათას დოლარს სთავაზობენ, თამარაშვილზე მდებარე ბინისთვის – 400 ათას დოლარს, ხოლო აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ფართში 1 მლნ 200 ათას დოლარს უხდიან.

 

ყველას თვალწინ ჩამოთვლის ხოლმე საზოგადოებისთვის თვალსაჩინო წარმომადგენლებს და მათ თავის ახლო მეგობრად ასაღებს. მსხვერპლთან საუბრის დროს ამბობს, რომ მალე ჩამოდის პიროვნება, ვისაც მისთვის ჩამოაქვს დიდი ოდენობის ფული ამერიკიდან. თანაც მისი რესტორნის წილში შემოდის ვიღაც, რომელსაც 50 ათასი დოლარი შემოაქვს“, - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული “ქრონიკა +“-სთან.  

 

თამარ გიორგობიანის თქმით, ის ამ ხალხს საერთოდ არ იცნობს.

 

„ძალიან გთხოვთ, მე ამ საქმეში ნუ გამრევთ. საერთოდ არ ვიცნობ ამ ხალხს, ვინც მამაჩემს უჩივის. თუ არ ჩავთვლით იმ სამ ადამიანს, რომელიც მოვიდა ჩემს სამსახურთან და სწორედ მაშინ შევიტყვე პირველად ამის შესახებ... ეს მათი მოქალაქეობრივი უფლებაა, რომ მოითხოვონ ზარალის ანაზღაურება, თუ ასეთი მიადგათ, მაგრამ მე რა შუაში ვარ, ვერ გავიგე“,- განაცხადა თამარ გიორგობიანმა.

 

„ქრონიკა+“

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !