
გურჯაანის რაიონის სოფელ ძირკოკში წუხელ შვილმა მამა მოკლა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
მომხდარი მკვლელობის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში, სადაც აცხადებენ, რომ დაკავებულია 41 წლის ალექსანდრე ა.
საქმეზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.