2 მაისს , „Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace“ მოდის სფეროში განსაკუთრებულ ღონისძიებას Georgia Global Fashion Week მასპინძლობს.
პროექტი საერთაშორისოა და აპირებს თავი დაიმკვიდროს როგორც რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვანი მოდის პლატფორმა.
პროექტში ერთიანებიან როგორც ქართველი, ისე უცხოეთიდან მოწვეული დიზაინერები.
Georgia Global Fashion Week წელს პირველად ტარდება და მას რეგულარული ხასიათი ექნება, რომელიც ითვალისწინებს შემოდგომაზე და გაზაფხულზე მასშრაბურ დეფილეებს მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად.
ჩვენება დაიწყება 16:00 საათზე და რამდენიმე საათის განმავლობაში პოდიუმზე წარდგება გამორჩეული კოლექციები, რომლებიც შექმნილია 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონისთვის.
ჩვენებების პარალელურად, ,,შერატონ გრანდ თბილისის მეტეხი პალასის” ფოიეში, წარმოდგენილი იქნება ქართველი დიზაინერების კოლექციები, რომლის შეძენაც ადგილზე იქნება შესაძლებელი.
,,როგორც Georgia Global Fashion Week-ის ორგანიზატორი, ვამაყობ, რომ ვქმნით პლატფორმას, რომელიც აერთიანებს მოდის ინდუსტრიის წამყვან წარმომადგენლებს და ახალ ტალანტებს ერთ სივრცეში. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ შოუს ჩატარება, არამედ საქართველოს პოზიციონირება გლობალურ მოდის რუკაზე, როგორც მზარდი და გავლენიანი ჰაბი”,- პროექტის ორგანიზატორი და დიზაინერი ივა პაპიძე.
მედია მხარდამჭერია რადიო აფხაზეთის ხმა • voice of abkhazia
