ლაშა-გიორგის პირადი ტრაგედია, რომელმაც ქვეყნის მომავალზეც მოახდინა გავლენა

Image

თამარის ვაჟის, ლაშა-გიორგის პირადი ტრაგედია, რომელმაც ქვეყნის მომავალზეც დიდი გავლენა მოახდინა: ცნობილია, რომ ლაშა-გიორგის თავდავიწყებით შეუყვარდა ერთი ველისციხელი გლეხის ქალი.

 

და მიუხედავად იმისა, რომ ქალი გათხოვილიც იყო და თან "მდაბიო" წარმოშობისა, ლაშა-გიორგის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან ყველა ბარიერი დაძლია და საყვარელი ქალი სასახლეში მოიყვანა. ქალი ლაშას დე-ფაქტო ცოლი გახდა, თორემ ეკლესია ჯვარს როგორ დასწერდა მეფეს და "მდაბიო" ქალს.

 

მათ შეეძინათ შვილი, დავითი, მომავალი დავით ულუ. ეკლესია იმდენად იყო აღშფოთებული ამ ფაქტით, რომ ერთხელ, როდესაც ლაშა სანადიროდ იყო წასული, უკან დაბრუნებულს ქალი შინ აღარ დახვდა - ძალით წაეყვანათ და ქმრისთვის დაებრუნებინიათ.

 

ლაშა-გიორგისა და მისი საყვარელი ქალის უფლებები ხომ შელახა ეკლესიამ და არც იმ ქალის ქმარი დაინდო - ეგება არ უნდოდა იმ კაცს სხვასთან (თუნდაც ეს სხვა მეფე ყოფილიყო) სარეცელგაყოფილი ქალი? ამ პირადმა ტრაგედიამ ძალიან მძიმედ იმოქმედა ლაშაზე - ის პიროვნულად ძალიან შეიცვალა - მას ჰარმონია დაერღვა.

 

დიდი დარდის ჩასახშობად სმას და გართობას მიჰყო ხელი. იმდენად დიდი იყო მისი სიყვარული ველისციხელი ქალისადმი, რომ ის მის ერთადერთ სიყვარულად დარჩა - ლაშას სხვა ცოლი აღარ მოუყვანია. ეკლესიის ამ ქცევამ მნიშვნელოვნად განსაზღვრა ლაშას ვაჟის, დავითის ტრაგიკული ცხოვრებაც. უდედოდ დარჩენილი პატარა დავითი ლაშას დის, რუსუდანის მეთვალყურეობით იზრდებოდა. 

 

1222 წელს ლაშა-გიორგის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს მეფეთა მეფის ტახტი, ლაშას ანდერძისამებრ, მისმა დამ, რუსუდანმა დაიკავა. რუსუდანს, ანდერძის თანახმად, სამეფოდ უნდა აღეზარდა დავით ლაშას ძე და როცა იგი სრულწლოვანებას მიაღწევდა, ტახტი მისთვის უნდა დაეთმო. 

 

მაგრამ რუსუდანმა, ამბიციურმა და ფრიად საეჭვო მორალის ქალმა, გადაწყვიტა, რომ ლაშა-გიორგის შვილს, დავითს, ტახტი არ ეკუთვნოდა, რადგან ის "მდაბიო" ქალის ნაშობი იყო. აი მისი ვაჟი კი, ისიც დავითი, მომავალი დავით ნარინი, ნამდვილად იმსახურებდა ტახტს - ასე ფიქრობდა რუსუდანი, რომლის ქმარი და ვაჟის მამა თურქმანი მოღის ედ-დინი იყო, რომელმაც, როდესაც საქართველო ძლიერი იყო, ქრისტიანობა მიიღო, ხოლო როდესაც საქართველო დასუსტდა და სიტუაცია აირია, მაშინვე თავის რჯულზე გადავიდა. 

 

რუსუდანმა გადაწყვიტა დავით ლაშას ძე თავიდან მოეშორებინა, სიცოცხლის ბოლომდე ტახტი არ დაეთმო და თავის შემდეგ გვირგვინი საკუთარი ძისთვის გადაეცა. ამ მიზნით რუსუდანმა ძმისწული დავითი იკონიაში გააგზავნა და წერილი მისწერა სიძეს, სულთან ყიას ედ დინს, სადაც მის მოკვლას სთხოვდა. სულთანს და მის მეუღლეს თამარს, რომელსაც გურჯ ხათუნს უწოდებდნენ, შეეცოდათ დავითი და არ მოკლეს, პირიქით, შეიყვარეს კიდეც ყრმა უფლისწული. ვერაგმა რუსუდანმა კიდევ არაერთგზის სცადა, ძმისშვილი მოეკვლევინებინა და არც ბოროტ ცილისწამებას ერიდებოდა მის წინააღმდეგ...

 

ამ დროს კი სწორედ დავით ლაშას ძის შთამომავლები იყვნენ ისეთი დიდი მეფეები, როგორიცაა მისი შვილი დემეტრე თავდადებული და შვილიშვილი გიორგი ბრწყინვალე. მათ ძარღვებში ველისციხელი გლეხის ქალის სისხლიც იყო, ბაგრატოვანთა "ცისფერი" სისხლის გარდა.

 

მართლა კარგი ჯიშის ყოფილა ლამაზი ველისციხელი ქალი, დიდი თამარის ვაჟის, ლაშა-გიორგის ერთადერთი სიყვარული...."

 

ავტორი: ქეთი ტოროტაძე

სტატია შესულია ავტორის წიგნში "თქმა მართლისა", რომლის ელექტრონული ვერსიის შეძენა და წაკითხვა შესაძლებელია ბმულზე:

https://saba.com.ge/books/details/2615

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !