
ბათუმში, პოლიციის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებებზე სხვადასხვა წლებში თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსები - სოსო ალავიძე და მერაბ ბაღათურია ესწრებოდნენ. სოსო ალავიძემ სამახსოვრო საჩუქარიც მიიღო.
მერაბ ბაღათურიამ განაცხადა, რომ ისინი პირადად მინისტრმა მიიწვია შეხვედრაზე და ყველა პოლიციელს მადლობა გადუხადა.
"დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც დაგვაფასა, ვინც მოგვიწვია. ნოსტალგია ყოველთვის არის", - განაცხადა სოსო ალავიძემ.