
საბერძნეთის სასამართლოს მიერ საქართველოს შსს კუდ-ის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას გათავისუფლება მანქანების კოლონის მსვლელობითა და სიგნალებით აღნიშნეს ზუგდიდში ახალაიას მხარდამჭერებმა და ოჯახის წევრებმა
მსვლელობას ინციდენტი არ მოჰყოლია. შეგახსენებთ, რომ დათა ახალაია საბერძნეთის სასამართლომ ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლა, ხოლო საქართველოში მის ექსტრადირებაზე პირველ ჯერზე უარი თქვა და საქართველოს პროკურატურას დამატებითი მტკიცებულება მოსთხოვა.