
ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე, 40 წლამდე მამაკაცს რამდენიმე პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა,-ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.
თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანა გაჩერდა, საიდანაც რამდენიმე პირი გადმოვიდა და 40 წლამდე მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდა. მათივე ინფორმაციით, თავდამსხმელები შეიარაღებულები არ ყოფილან.
თვითმხილველების თქმით, ფიზიკური ანგარიშწორება რკინის ნაჭრით მოხდა.