-
2014-05-29 08:23
ღამის საათებში ინციდენტი მოხდა გარდაბანში, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი ქართველი და აზერბაიჯანელი მოსახლეობის ნაწილი დაუპირისპირდა. ხელჩართულ ჩხუბში ორასამდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. ვითარების განმუხტვა სპეცრაზმის ადგილზე მისვლის შემდეგ მოხერხდა.
დაპირისპირება რაიონის ცენტრში მდებარე ჩაის სახლიდან დაიწყო და მასში თავდაპირველად რამდენიმე ახალგაზრდა მონაწილეობდა, მოგვიანებით კი კონფლიქტში ჩართულთა რიცხვი გაიზარდა. დაპირისპირების დროს ახალგაზრდებმა ხელკეტები და ქვები გამოიყენეს: „პატრული რომ არ მოსულიყო, დახოცავდნენ ერთმანეთს“, - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ქალბატონი „კურიერთან“.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და სპეცრაზმი დაპირისპირების დაწყებიდან რამდენიმე წუთში მივიდა და ვითარების განმუხტვა შეძლო. დაპირისპირების მონაწილეთაგან არავინ დაუკავებიათ.
"რუსთავი-2"