გვიან ღამით თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ, დანით დაჭრეს. მან სახლში, საირმის ქუჩაზე ტაქსით მისვლა მოახერხა, მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ კი გონება დაკარგა.
მამაკაცს ჭრილობა ფეხში ჰქონდა მიყენებული. ის სასწრაფო დახმარების მანქანით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს. ამჟამად დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია.
დაწყებულია გამოძიება, რომელიც დაადგენს, სად და რა ვითარებაში დაჭრეს მამაკაცი.
"რუსთავი-2"