
ზურაბ ჭიაბერაშვილისა და ნოდარ ლადარიას ცემის ფაქტზე ბრალდებულები, რეზი ამაშუკელი და გია მგელაძე პოლიციის სამმართველოს ვაკის განყოფილებიდან ღამის საათებში ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილისა და ნოდარ ლადარიას ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, ჯანრმთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებით, დაიწყო.