
სოციალურ ქსელში თავდასხმის დროს დაზარალებული ზურაბ ჭიაბერაშვილის პირველი ფოტო ვრცელდება. მას თავი აქვს გატეხილი. თავდასხმა "ლიტერატურულ კაფეში" მოხდა.
თავდასხმის ობიექტი ასევე გახდა ნოდარ ლადარია, რომელსაც სახეში ცხელი ჩაი შეასხეს. პარლამენტის წევრი გოგა ხაჩიძე წერს, რომ თავდამსხმელები იყვნენ რეზო თაბუკაშვილი და გიო მგელაძე. ამ დროისთვის გამოძახებულია სასწრაფო და პოლიცია. ზურაბ ჭიაბერაშვილს პირველი დახმარება უკვე აღმოუჩინეს.