საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ე.წ. სპირტის საქმეზე" სასამართლომ გაამართლა.
პროცესი დღეს გაიმართა. შეგახსენებთ, რომ კეზერაშვილს სპირტის კონტრაბანდა და 13 მილიონამდე თანხის ქრთამად აღება ედებოდა ბრალად. ამასთან, სასამართლომ ამავე საქმეზე დამნაშავედ ცნო კეზერაშვილის სიძე მეირ ჯანაშვილი.