-
2014-05-23 13:06
20 მაისს საგურამოში მამამ ცივი იარაღით შვილი მოკლა. მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების შემდეგ მოხდა. მამამ შვილს – 1972 წელს დაბადებულ ლევან ს-ს გულმკერდის არეში ცივი იარაღით ერთი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.
დანაშაულში ეჭვმიტანილი დაკავებულია. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-09-18 10:04
-
2016-05-18 22:27
-
2016-04-18 01:30
-
2016-02-08 13:30