
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურში ქმარმა ცოლი მოკლა და მიიმალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ იუწყება.
მკვლელობა გამთენიისას, დაახლოებით დილის 06.00 საათზე მოხდა. როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი იუწყება, მკვლელობის სავარაუდო მიზეზი ოჯახური კონფლიქტი გახდა.
გარდაცვლილს 9 შვილი ჰყავდა და მეათეზე ფეხმძიმედ იყო. ოჯახი სოციალურად დაუცველია. ამჟამად გარდაცვლილის ოჯახში სოციალური სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებიან და ბავშვების მეურვეობასთან დაკავშირებით შესაბამის ღონისძიებებს მოგვიანებით მიიღებენ.
მკვლელობის საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია.